კონსტიტუცია

კონსტიტუცია
• ტერმინი „კონსტიტუცია“ - ლათინური სიტყვაა და დაწესებას, დადგენას ნიშნავს. კონსტიტუცია არის სამართლებრივი აქტი ან სამართლებრივი აქტების ერთობლიობა, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ ან რეფერენდუმის გზით, გააჩნია უმაღლესი იურიდიული ძალა და არეგულირებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ორგანიზაციის საფუძვლებს, პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითად პრინციპებს. ეს ტერმინი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ რომის იმპერიის კანონმდებლობიდან იხმარებოდა. „კონსტიტუცია“ - მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში გამოხატავდა იმპერატორთა ბრძანებებსა და მათ მიერ დადგენილ სხვადასხვა წესებს, მაგრამ მას იმ დროისათვის სახელმწიფოს ძირითადი კანონის მნიშვნელობა არ ჰქონია. კონსტიტუციის აღმოცენება ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგია, რომელმაც შვა ახალი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები. პირველი კონსტიტუცია დაიწერა ამერიკის შეერთებულ შტატებში (1787 წელს და 200 წელზე მეტია მოქმედებს), შემდეგ კი საფრანგეთსა და პოლონეთში (1791 წელს). ამ პერიოდიდან მოყოლებული, მრავალი მეცნიერ-იურისტი ცდილობდა კონსტიტუციის არსის წვდომას; სწორედ ამგვარი მცდელობებისა და აზრთა შეჯერების შედეგად, დროთა განმავლობაში დაიხვეწა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონსტიტუციის ცნება. კონსტიტუციამ შეიძინა ქვეყნის ძირითადი კანონის ძალა, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, საზოგადოებრივი წესწყობილების საფუძვლები, მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობა და სხვა ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, რომლებზე დაყრდნობითაც სახელმწიფო განახორციელებდა თავის არსებობასა და ფუნქციონირებას.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,
• სახელმწიფოს მთავარი კანონი.
Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "კონსტიტუცია" в других словарях:

  • ავსტრიის კონსტიტუცია — ავსტრიის კონსტიტუციის პროექტი მოამზადა სამართლის ფილოსოფოსმა ჰანს კელზენმა. კონსტიტუცია მიიღეს 1919 წელს, როდესაც ავსტრია გამოცხადდა დემოკრატიულ რესპუბლიკად. ავსტრიის კონსტიტუციურმა სამართალმა მოქმედება შეწყვიტა 1938 წელს, როდესაც გერმანიის… …   Georgian encyclopedia

  • თურქეთის კონსტიტუცია — სამხედრო გადატრიალების შედეგი. 1970 იანი წლების ბოლოს განვითარებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გადაიზარდა 1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალებაში, რასაც მოჰყვა ხელისუფლების სათავეში სამხედროთა მოსვლა. ორი წლის განმავლობაში თურქეთი… …   Georgian encyclopedia

  • მთავრობა — • (მინისტრთა კაბინეტი, მინისტრთა საბჭო) სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი კოლეგიური ორგანო, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ მინისტრი (კანცლერი, მინისტრთა კაბინეტისა თუ საბჭოს თავმჯდომარე). მართვაგამგეობის ფორმის შესაბამისად, მას… …   Georgian encyclopedia

  • კანონმდებლობა — საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა. საქართველოს კანონმდებლობას ქმნის საქართველოს საკანონმდებლო აქტები (საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი) და… …   Georgian encyclopedia

  • ნორმატიული აქტი — • უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი… …   Georgian encyclopedia

  • პარლამენტი — • ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. საქართველოს პარლამენტს ხელმძღვანელობს სპიკერი და მისი ოთხი მოადგილე. პარლამენტს აქვს დარგობრივი კომიტეტები ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა, თვითმმართველობის, ჯანდაცვისა და სოციალური… …   Georgian encyclopedia

  • ავტონომიური რესპუბლიკა — სახელმწიფოს შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე შექმნილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელსაც თუმცა დამოუკიდებლობა არ გააჩნია, მაგრამ აქვს თავისი ტერიტორია, კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი… …   Georgian encyclopedia

  • ზავი — შეთანხმება, მაგალითად, მეომარ მხარეთა შორის საომარი მოქმედების შეწყვეტისა და მშვიდობიანობის დამყარების შესახებ. Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი,… …   Georgian encyclopedia

  • იმიგრაცია — (ლათ. immigrare ვსახლდები) იმიგრანტთა ქვეყანაში შესვლის პროცესი. იმიგრანტი უცხოელია, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება. Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია :… …   Georgian encyclopedia

  • იმპიჩმენტი — (ლათ. impechment) მაღალი თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენების განსაკუთრებული წესი. კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულისათვის საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»